ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 28 November 2011 09:06

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 95

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 22 November 2011 12:49

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 94

 
USAID- ის წარმომადგენლების ვიზიტი სსიას ოფისში PDF Print E-mail
Friday, 18 November 2011 13:15

2011 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონ ოსმან ჩალიშქანმა USAID-ის  წარმომადგენლებს გაუმასპინძლდა. შეხვედრის მიზანს  ერთობლივი პროექტების განხორციელება წარმოადგენდა. პროექტის ”მუშახელის მომზადების” ფარგლებში თბილისის, ოზურგეთის, ქუთაისისა და ბათუმის პროფესიული გადამზადების მრავალპროფილიანი სახელმწიფო კოლეჯები აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად. EPI Pგეგმავს 3 ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავებას და დანერგვას პროფესიულ სასწავლებლებში.  ახლადშემუშავებულ პროგრამებში გათვალისწინებული იქნება სამკერვალო ბიზნესის საჭიროებები და კოლეჯებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაატარონ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ტრენინგები ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პროგრამის ფარგლებში EPI ითანამშრომლებს  საერთაშორისო კომპანია (TC 2)თან, რომელსაც სამკერვალო ინდუსტრიასთან თანამშრომლობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებზე გაიცემა სერთიფიკატები.

 
შეხვედრა სსიას ოფისში PDF Print E-mail
Thursday, 17 November 2011 13:32

2011 წლის 17 ნოემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ ბოდრუმიდან, კომპანიის “Oneysan Yapl İnşaat” წარმომადგენლები ეწვია. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი გაუმასპინძლდა. შეხვედრის მიზანს საქართველოს კანონმდებლობის, საინვესტიციო გარემოს და საგადასახადო სისტემის გაცნობა წარმოადგენდა.  სამომავალოდ ბათუმში  5* სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა დაიგეგმა.

 
2011წლის არჩევნები საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში PDF Print E-mail
Thursday, 17 November 2011 07:48

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში წევრი კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღის წესრიგში მმართველობითი და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები იყო. სხდომა მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთმა კანდიდატმა და ყოფილმა თავმჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ გახსნა. რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას არჩევნებისთვის მომზადებული პრეზენტაცია წარედგინა. დასახელებული კანდიდატები ხმების უმრავლესობით გავიდნენ.

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება PDF Print E-mail
Tuesday, 15 November 2011 08:14

 

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ბათუმის მერია საქართველოს მზრუნველობამოკლებულ სააგენტოს ბათუმის ბავშვთა სახლისა და ჩვილბავშვთა სახლის ფილიალებს ეწვია. აქციის ფარგლებში ბავშვებმა ასოციაციისგან 30 ათასი ლარის საჩუქარი მიიღეს. ასოციაციის წევრებმა 84 მოზარდს საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიუტანეს. როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, ორგანიზაცია მზად არის სამომავლოდაც გააგრძელოს საქველომოქმედო აქციები დასაზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას დახმარება გაუწიოს.

 

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 14 November 2011 07:08

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 93

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Thursday, 10 November 2011 06:32

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 92

 
USAID-ის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი სსია-ს ოფისში PDF Print E-mail
Tuesday, 01 November 2011 13:56

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სსია-ს ოფისს მორიგი სამუშაო ვიზიტით  USAID-ის წარმომადგენლები ეწვივნენ  „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრას ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშკანი მასპინძლობდა. ინვესტიციების მართვის სამსახურის მენეჯერმა ლუკას კალრიდერიმ სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. ამ მიზნით თბილისში 3 ნოემბერს „სასათბურე მეურნეობის მეორე ფორუმი“ გაიმართება.

 
სსია გაწევრიანდა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში PDF Print E-mail
Tuesday, 01 November 2011 13:52

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გაწევრიანდა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში (ICC). ორგანიზაცია გახდა ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გაწევრიანების შედეგად  სსია საქმიანი ურთიერთობების ქსელს გაზრდის ICC საქართველოს ასზე მეტ სხვა გავლენიან წევრ კომპანიებთან,  ურთიერთობას ჩამოაყალიბებს სახელმწიფო ორგანოებთან, პოლიტიკოსებთან. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტში განხილული ყველა კანონპროექტი და  მათი ზეგავლენის მონიტორინგი  ბიზნესზე, განახორციელებს მნიშვნელოვან საქმიანობას თავისივე ინტერესების დაცვით, გამართავს სემინარებს, განათავსებს წევრ კომპანიების რეკლამებსა და სტატიებს ICC-ის კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სსია გახდება ძლიერი ორგანიზაციის ნაწილი და შესაბამისად იქნება დაცული.

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 103 of 122