ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები PDF Print E-mail
Friday, 16 December 2011 14:11

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბა. დღის წესრიგში საბჭოს თავმჯდომარის არჩევა იყო. საბჭომ ახალ თავმჯდომარედ ენგინ ალთინსოი აირჩია.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 12 December 2011 13:31

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 97

 
შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში PDF Print E-mail
Friday, 09 December 2011 12:36

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან ბიზნესმენებისა და მრეწველების ასოციაციის „ANKISAD“-ის წარმომადგენლები. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშქანი შეხვდა. რვაკაციანი დელეგაციის მიზანს აჭარაში საინვესტიციო გარემოს გაცნობა წარმოადგენდა.  ბიზნესმენების სურვილია სამომავლოდ საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

 
დაინტერესებული პირის მიერ მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები და განსახორციელებელი პროცედურები PDF Print E-mail
Friday, 09 December 2011 07:12

1.მშენებლობის დაწყებამდე დაინტერესებული პირი მიმართავს შესაბამის საპროექტო ფირმას ასაშენებელი ობიექტის პროექტირებისათვის (პროექტის საფასური განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით);

2.პროექტის შეგდენის შემდგომ საპროექტო ფირმა პროექტის შესათანხმებლად მიმართავს ქ. ბათუმის მერიას;

3.იმ შემთხვევაში თუ ქ. ბათუმის მერიის მიერ მოწონებულ იქნება პროექტი დაინტერესბეული პირი იხდის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დადგენილ საზღაურს (რომელიც გამოითვლება კვ.მ. მიხედვით);

4.შესაბამისი ნებართვის აღების შემდგომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაიწყოს პროექტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობა;

5.მშენებლობის დროს ნებირმიერი ცვლილება უნდა  შეთანხმდეს ქ. ბათუმის მერიასთან, პროექტში ცვლილებების შეტანისას იგივე პროცედურებია რა პროცედურების არის დადგენილი მშენებლობის ნებართვის აღებისათვის;

6.იმ შემთხვევაში მშენებლობჰის უსაფრთხოებისათვის დაინტერესებული პირი აპირებს უსაფრთხო ღობით ტერიტორიის შემოღობვას, ის წერილობით მიმართავს ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვს შემოღობვასთან დაკავშირებით შესაბამისი ნებართვის გაცემას, რისთვისაც მან განცხადებას თან უნდა დაურთოს შემოღობსვის გეგმა ნახაზი;

7.იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი აპირებს შესაბამისი დროებითი რეკლამების განთავსებას, შესაბამისი სარეკლამო ბანერების დამზადების დროს წარწერები უნდა იყოს ქართულ ინგლისურ და მის მიერ არჩეულ სხვა ენაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ჭარწერები უნდა იყოს ერთნაირი ზომისა და ხარისხის;

8.მშენებლოიბის დროს აუცილებელია იმ პირს ვინც ახორციელებს მშენებლობას შტატში ჰყავდეს უსაფრთხოების ინჟინერი, რომელიც გააკონტროლებს მუშების უსაფრთხოებას სამშენებლო ობიეტქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური შემთხვევის დადგომის დროს პასიხისმგებლობა ეკისრება მშენებარე ფირმის დირექტორს;

9.სამშენებლო სამუშაოების დროს ისეთი სამუშაოების შესრულებისას რომელიც არ ჩანს აუცილებელია ფარული აკტების გაკეთება;

10.მშენებლობის დროს აუცილებელია აგრეთვე შტატში მშენებელ-ინჟინერის ყოლა;

11.მშენებლობის დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი შენობის ექსპლუატაციისათვის (ვარგისად აღიარებისათვის) მიმართავს ქ, ბათუმის მერიას;

12.ქ. ბათუმის მერიის მიერ აშენებული ობიექტის ვარგისად აღიარების შემდგომ ხდება შენობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;

 
ელ. ენერგიის მიერთებასთან დაკავშირებული პროცედურების ჩამონათვალი PDF Print E-mail
Friday, 09 December 2011 06:51

1.დაინტერესებულმა პირმა ტექნიკური პირობის ასაღებად წერილობით უნდა მიმართოს სს "ენერგო-პრო ჯორჯიას", განცხადებაში დაინმტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს ობიეტქზე არსებული დანადგარების რაოდენობისა და სიმძლავრის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია მოთხოვნილი ელ. ენერგიის საერთო სიმძლავრის შესახებ;

2.ტექნიკური პირობის აღების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის საპროექტო ფირმას, რათა მოხდეს პროექტირება, პროექტის შეთანხმება ხდება სს "ენეგრო-პრო ჯორჯიასთან";

3.პროექტის შეთანხმების შემდგომ დაინტერესბეული პირი დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს;

4.შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებულ პირი მიმართავს წერილობით სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს და წერილობით მოითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმებას (სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ გაცემული და შეთანხმებული პროექტთან შესაბამისობას);

5.სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი მიმართავს სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტად აყვანასთან დაკავშირებით;

6.სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საზღაურს ადგენს სს "ენერგო-პრო ჯორჯია".

 

 
ობიექტზე წყლისა და კანალიზაციის მიერთებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროცედურების ჩამონათვალი: PDF Print E-mail
Friday, 09 December 2011 06:48

1.დაინტერესებულმა პირმა ობიექტზე წყლისა და კანალიზაციის მიერთებასთან დაკავშირებით უნდა აიღოს შესაბამისი ტექნიკური პირობა. თექნიკური პირობის აღება შესაძლებელია შპს "ბათუმი წყალი"-ში, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ობიექტის გეგმა, აგრეთვე ინფორმაცია ობიექტის მიერ მოხმარებული წყალთან დაკავშირებით. თექნიკური პირობის ასაღებად დაინტერესებული პირი იხდის შესაბამის საზღაურს, რომელიც დადგენილია შპს "ბათუმის წყალი"-ს მიერ;

2.ტექნიკური პირობის აღების შემდგომ, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ქ. ბათუმის მერიას შესაბამისი ნებართვის ასაღებად რათა უზრუნველყოს ქუჩის ან/და სხვა სავალი ტერიტორიის გათხრა და შესაბამისი წყლისა თუ საკანალიზაციო მილების გაყვანა;

3.ქ. ბათუმის მერია დაინტერესებულ პირს მისცემს ე.წ. შემოვლის ფურცელს, რის შემდგომაც დაინტერესებული პირი ვალდბეულია შემოვლის ფურცელში აღნიშნულ ორგანიზაციებს მოაწერინოს ხელი და სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს შემოვლის ფურცელში აღნიშნულ ორგანიზაციების წინასწარ გააფრთხილება.

4.მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ დაინტერესებულ პირს შეუძLია თვითონ ან/და შესაბამისი ორგანიზაციის საშუალებით განახორციელოს წყლის მილების ან/და საკანალიზაციო მილების მონტაჟი;

5.სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი ინფორმაციას აწვდის შპს "ბათუმის წყალ"-ს და მიერთებას ახორციელებს უშუალოდ შპს "ბათუმის წყალი";

 
ობიექტზე გაზის შემოყვანა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული განსახორციელებელი პროცედურების ჩამონათვალი: PDF Print E-mail
Friday, 09 December 2011 06:43

1.შპს "სოკარ გაზი აჭარა"-საგან დაინტერესებულმა პირმა უნდა აიღოს ტექნიკური პირობა, რისთვისაც შპს "სოკარ გაზი აჭარა"-ს უნდა მიმართოს წერილობით და მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა ტიპის დანადგარები უნდა დამონტაჟდეს ობიექტზე და რა იქნება დამონტაჟებული დანადგარების სიმძლავრე;

2.ტენქიკური პირობის აღების შემდგომ სავალდებულოა ობიექტის გაზმომარაგების პროექტის გაკეთება, პროექტირებას აკეთებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფირმა;

3.ობიექტის გაზმომარაგების პროექტის აღების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის ლიცენზირებულ სამონტაჟო ფირმას, რომელიც უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მონტაჟს;

4.შესაბამისი მონტაჟის დასრულების შემდგომ დაინტერესებულმა პირმა და სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელმა ფირმამ უნდა მიმართოს შესაბამის ექსპლუატაციის სამსახურს, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი აირის მიერთების საფასური და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიეწოდება ბუნებრივი აირი;

5.შესაბამისი ექსპლუატაციის სამსახურში მიმართვისას დაინტერესებულ პირს უნდა ჰყავდეს დანიშნული გაზის მეურნეობისათვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სერტიფიკატი;

6.გაზმომარაგების პროექტისა და ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით);

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 06 December 2011 06:12

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 96

 
ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები PDF Print E-mail
Friday, 02 December 2011 14:05

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში მმართველთა საბჭო შეიკრიბა. დღის წესრიგში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა იყო. სამჭომ ახალ თავმჯდომარედ თურქი ბიზნესმენი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, ხოლო მოადგილედ "GPI Holding"_ის რეგიონალური წარმომადგენელი ნინო ფაცია აირჩიეს.

 
შეხვედრა სსიას ოფისში PDF Print E-mail
Wednesday, 30 November 2011 09:50

2011 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სასტუმრო “Korston”-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი კუზნეცოვი,  საფეიქრო მრეწველობისა და ვაჭრობის კომპანია “ATK”-ს თავმჯდომარე მურად თურქმენი, ტექსტილის კომპანია “M.A.S”-ის წარმომადგენელი ულქუ ალქოჯლარი ეწვივნენ. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი გაუმასპინძლდა. შეხვედრაზე წარმომადგენლება ასოციაციის საქმიანობაზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. სამომავლოდ დაიგეგმა ორი 5* სასტუმროს აშენება ბათუმში.

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 102 of 122