ამინდი

ვალუტის კურსი

 

ასოციაციის სტატუსი PDF Print E-mail

დამტკიცებულია 2015 წლის 17 მარტის

# 02/15 კრების ოქმით





არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის _ `საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის~

 

წ ე ს დ ე ბ ა




2015

ბათუმი




ს ა რ ჩ ე ვ ი



მუხლი 1: ზოგადი დებულებანი

მუხლი 2: მიზნები

მუხლი 3: საქმიანობის ფორმები

მუხლი 4: ასოციაციის წევრობა

მუხლი 5: ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობანი

მუხლი 6: ასოციაციის წევრთა საერთო კრება

მუხლი 7: ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

მუხლი 8: ასოციაციის მმართველთა საბჭო

მუხლი 9: ასოციაციის თავმჯდომარე

მუხლი 10: ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო

მუხლი 11: ასოციაციის ქონება

მუხლის 12: ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა





მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (შემდგომში - ასოციაცია) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.3. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.4. ასოციაციის ადგილსამყოფელია ბათუმი. მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ.#50.

1.5. ასოციაციის ელექტრონული ფოსტაა – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


მუხლი 2. მიზნები

2.1. ასოციაციის მიზნებია:

ა) ასოციაციის წევრების ინტერესების წარმოჩენა და დაცვა როგორც საზო­გა­დოების ისე ხელისუფლების წრეებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ბ) ასოციაციის წევრების ბიზნეს საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექ­მნა;

გ) ასოციაციის წევრთათვის ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის უზ­რუნ­­ველსაყოფად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

დ) ასოციაციის წევრთა და საქართველოში მოქმედ საწარმოებს, აგრეთვე საზ­ღვარ­გარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო და სამეც­ნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ე) საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდებისათვის ხელსაყრელი პირო­ბების შესაქმნელად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენ­და­ციების მომზადება და მათი შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

ზ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარ­მოჩენის, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორ­მაციის მოპოვება და გავრცელება;

თ) დაინტერესებული ინვესტორებისათვის საქართველოში ბიზნეს საქმიანობის და­საწყებად შესაბამისი საინფორმაციო, ორგანიზაციული და სამართლებრივი დახ­მა­რე­ბის აღმოჩენა;

ი) საინვესტიციო გარემოს განვითარების ტენდენციების შესახებ ანალი­ტი­კური ინფორმაციის მოგროვება და მიწოდება წევრებისთვის და სხვა ინვეს­ტორ­თათვის;

კ) წევრებისა და სხვა ინვეს­ტორ­თათვის, ტრენინგების და მარკეტინგული სერვისების მიწოდება;

ლ) წევრებისა და სხვა ინვეს­ტორ­თათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

მ) ასოციაციის წევრთა საქმიანობის მხარდაჭერა და საქართველოში უც­ხოელ ინვესტორთა ინტერესების ლობირება სამთავრობო, საერთაშორისო დო­ნეზე.


მუხლი 3. საქმიანობის ფორმები

3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

ა) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით და საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას;

ბ) უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით ახორციელებს უცხოელ ინვესტორთა ინტერესების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებისა და გადაწყვეტილებების, აგრეთვე ასოციაციის წევრთა ინტერესების ლობირებას;

გ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

დ) ახორციელებს მარკეტინგული კვლევებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას და ანალიზს;

ე) ბიზნეს სექტორში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს;

ვ) ახორციელებს წევრებისთვის და სხვა ინვესტორთათვის ბიზნესის სხვა­დასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების, საკანონმდებლო აქტების შესახებ წევ­რების ინფორმირებას;

ზ) ქმნის ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტე­რი­ტორიაზე;

თ) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლისგან მიღებული შემოსავალიც გამოიყენება ასოციაციის საქმიანობისთვის;

ი) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.


მუხლი 4. ასოციაციის წევრობა

4.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან, ასევე ბიზნესის წარმოებასთან და რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და იკისრებს ასოციაციის წესდებით, ან/და ასოციაციის მართვის ორგანოთა მიერ წევრისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების ვალდებულებას.

4.2. ასოციაციის წევრობის მსურველი მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით წერილობით მიმართავს მმართველთა საბჭოს, რომელიც წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. ასოციაციაში გაწევრიანების მსურველმა მმართველთა საბჭოს უნდა წარუდგინოს ასოციაციის არანაკლებ 3 წევრის წერილობითი რეკომენდაცია. აგრეთვე ასოციაციის თავმჯდომარე უფლებამოსილია 3 წევრის წერილობითი რეკომენდაციის გარეშე გააწევრიანოს გაწევრიანების მსურველი.

4.3. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

4.4. ასოციაციის წევრის გარიცხვა და უფლებამოსილების შეწყვეტა:

4.4.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება (წევრობა) უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე (საკუთარი განცხადების საფუძველზე პირის მიერ ასოციაციის წევრობიდან გასვლის შემთხვევაში, ასოციაციის წევრი ვალდებულია სრულად დაფაროს ასოციაციის წინაშე არსებული საწევრო დავალიანება);

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

გ) გარდაცვალებისას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გარდაცვლილად ან უგზო უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას;

დ) ლიკვიდაციისას ან მის მიმართ გაკოტრების საქმის გახსნისას.

ე) თუ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ზედიზედ 3 (სამი) თვის ან/და ასოციციის წევრობის ნებისმიერი კალენდარული წლის 6 თვის განმავლობაში (ჯამურად) არ გადაიხდის საწევრო გადასახადს.

4.4.2. ასოციაციის წევრს საერთო კრებაზე, მათ შორის მმართველთა საბჭოს კრებაზე ხმის მიცემის უფლება უწყდება

ა) საწევრო შენატანის კონკრეტული დადგენილი მომენტისთივს გადაუხდელობის შემთხვევაში.

ბ) წევრის მიერ იმ პირობების დაუკმაყოფილებლობისას, რომელიც შეიძლება დადგენილი იქნეს მმართველთა საბჭოს მიერ;

4.4.3. ასოციაციის წევრის გარიცხვის საფუძველია:

ა) საწევრო შენატანის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ზედიზედ 3 თვის ან/და 6 თვის განმავლობაში შეუტანლობა;

ბ) ასოციაციის წევრის საქმიანობის ასოციაციის მიზნებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში;

გ) ასოციაციის წევრის მიერ წესდებით მასზე დაკისრებული მოვალეობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.

4.4.4. გარიცხვასთან დაკავშირებით აღმასრულებელი პრივილეგია ენიჭება ასოციაციის თავმჯდომარეს;

4.4.5. ასოციაცია უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება რათა ასოციაციიდან გარიცხული ან საკუთარი განცხადების საფუძველზე გასული წევრისაგან ამოიღოს საწევრო დავალიანება;

4.4.6. ასოციაციიდან გარიცხული (მათ შორის საკუთარი განცხადების საფუძველზე ასოციაციის წევრობიდან გასული) პირი კარგავს ყოველგვარ შესაძლებლობას ისარგებლოს ასოციაციის წესდების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, მათ შორის ასოციაციის სახელითა და ქონებით, აგრეთვე ასოციაციის წევრობიდან გარიცხულ (ან/და საკუთარი განცხადების საფუძველზე გასულ) პირზე არ ვრცელდება ასოციაციის წესდების 5.2. და 5.3. პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;


მუხლი 5. ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობანი

5.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში.

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველ ორგანოებში;

გ) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

დ) ისარგებლოს ასოციაციის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ე) ისარგებლოს ასოციაციის მიზნობრივი დახმარებით და მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებში;

ვ) ისარგებლოს შესაბამის სერვისებზე და პროგრამებზე ასოციაციის წევრებისთვის განკუთვნილი შეღავათებით და ფასდაკლებებით;

ზ) მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი წესითა და პირობების დაცვით გამოიყენოს ასოციაციის ემბლემა.

თ) გავიდეს ასოციაციის წევრობიდან, რის შესახებაც წინასწარ აცნობებს მმართველთა საბჭოს (ასოციაციის წევრი ვალდებულია ასოციაციის წევრობიდან გასვლამდე დაფაროს არსებული საწევრო დავალიანება).

5.2. ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და ასოციაციის მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის საქმიან რეპუტაციასა და ქონებას;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

დ) თავისი საქმიანობის განხორციელების დროს ზიანი არ მიაყენოს ასოციაციის მიზნებს;

ე) გაწევრიანების თაობაზე ასოციაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხადოს პირველადი საწევრო შესატანი 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გაწევრიანების შემდგომ ყოველ მომდევნო თვეებში, თვეში 200 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდა იწარმოებს როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, ანგარიშწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დროს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფივიალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

ვ) დაიცვას ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალური ნაწილი

5.2.1. წესდებით განსაზღვრული საწევრო შენატანის მოცულობა (ოდენობა) შეიძლება შეიცვალოს ასოციაციის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე;

5.3. ასოციაციის საპატიო წევრი

ა) მმათველთა საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციის საპატიო წევრებად შეიძლება მიღებულ იქნან ის პირები, რომლებმაც ასოციაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი სამსახური გასწიეს, ასოციაციის მორალური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევის გზით.

ბ) ასოციაციის საპატიო წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში ხმის მიცემის უფლების გარეშე, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ასოციაციის საპატიო წევრები საწევროს შესატანებს იხდიან ნებაყოფილობით.

გ) ასოციაციის საპატიო წევრი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ასოციაციის მმართველთა საბჭოს და მოითხოვოს ასოციაციიდან გასვლა, რა დროსაც მოქმედებს ის წესები რა წესებიც წინამდებარე წესდებით არის დადგენილი ასოციაციის წევრის საკუთარი განცხადების საფუძველზე ასოციაციის წევრობიდან გასვლასთან დაკავშირებით.


მუხლი 6. ასოციაციის წევრთა საერთო კრება

6.1. ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც ყოველწლიურად მოიწვევა მმართველთა საბჭოს მიერ და ტარდება ყოველი კალენდარული წლის ბოლო კვარტალში;

6.2. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3. თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. იმ შემთხვევაში თუ პირველ კრებაზე არ ესწრება არანაკლებ წევრთა 2/3-ი, კრება არაუფლებამოსილია, შესაბამისად განმეორებითი კრება მოიწვევა პირველი კრების მოწვევიდან ერთი თვის შიგნით. განმეორებითი კრება უფლებამოსილია (გადაწყვეტილებაუნარიანია) მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა, რა დროსაც გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, თუ კანონით ან/და წინამდებარე წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.3. ასოციაციის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება;


6.4. საერთო კრება:

ა) დამსწრეთა უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში

ბ) ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით 3 წლის ვადით ირჩევს მმართველთა საბჭოს წევრებს;

გ) ისმენს ასოციაციის საქმიანობის და დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს ფინანსურ ანგარიშსა და ასოციაციის წლიურ ბიუჯეტს;

დ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს მმართველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ე) ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით 3 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს;

ვ) დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;

ზ) წევრთა ოთხი მეხუთედის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;


6.5. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მიერ:

ა) საკუთარი ინიციატივით;

ბ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა უმრავლეობის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

6.6. წესდების 6.5. `ბ~ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისას მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში მოიწვიოს მმართველთა საბჭოს რიგგარეშე კრება, ასოციაციის რიგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხის გადასაწყვეტად. თუკი მმართველთა საბჭოს სხდომა არ შედგა ან მმართველთა საბჭომ 5 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, აგრეთვე მისი გამართვის თარიღის შესახებ – მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება, რომლის გამართვის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის მმართველთა საბჭოსათვის წარდგენიდან 1 თვეს.

6.7. წესდების 6.6. მუხლით გათვალისწინებული წესები გამოიყენება 6.5.`გ)~ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისთვისაც, აგრეთვე .

6.8. იმ შემთხვევაში თუკი წესდების 6.5. ან 6.6. მუხლებით გათვალისწინებული წესით მართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ არ მოიწვევა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრება, ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრების თარიღს განსაზღვრავს, მოიწვევს და ატარებს რიგგარეშე კრების მოწვევის ინიციატორი. ამ შემთხვევაში საერთო კრება რიგგარეშე საერთო კრებაზე სავალდებულო წესით პირველ საკითხად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის მართველთა საბჭოს სრული შემადგენლობის ნდობის საკითხზე. ნდობის საკითხზე კენჭისყრა ფარულია და არ არის ღია. თუკი რიგგარეშე საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 1/3-მა არ გამოუცხადა ნდობა ასოციაციის მართველთა საბჭოს – მმართველთა საბჭოს შემადგენლობა გადაყენებულად ითვლება და რიგგარეშე საერთო კრება ვალდებულია იმავე სხდომაზე გამართოს კენჭისყრა მართველთა საბჭოს ახალი წევრების ასარჩევად. ნდობის საკითხის შემდგომ რიგგარეშე საერთო კრება ისმენს, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს რიგგარეშე საერთო კრების ინიციატორის მიერ დაყენებულ იმ საკითხზე, რომელიც გახდა მართველთა საბჭოსათვის ასოციაციის წევრთა რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნით მიმართვის საფუძველი.

6.9. 6.8. პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას რიგგარეშე საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ასოციაციის წევრთა 2/3-ი.

6.10. წესდების 6.6.-6.8. მუხლებით გათვალისწინებული პროცედურებისას დაუშვებელია მართველთა საბჭოს მიერ ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა საკუთარი ინიციატივით.



მუხლი 7 ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

7.1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე;

7.2. ასოციაციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად. ისინი ასოციაციისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.

7.3. ასოციაციის შიდა საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს ასოციაციის გენერალური მდივანი.


მუხლი 8. ასოციაციის მმართველთა საბჭო

8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის მართველთა საბჭო, რომელიც შედგება 5 ძირითადი და 2 შემცვლელი წევრისაგან. მართველთა საბჭოს წევრები შეიძლება იყოს ასოციაციის როგორც ფიზიკური, ისე ასოციაციის წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი ფიზიკური პირი. მართველთა საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 3 წლის ვადით. მმართველთა საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა მმართველთა საბჭო წევრად არჩევის თაობაზე

8.2 მართველთა საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან მმართველთა საბჭო წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. მმართველთა საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მმართველთა საბჭო წევრებს მმართველთა საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

8.3. მართველთა საბჭო:

ა) მართველთა საბჭო წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით მართველთა საბჭო წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს.

ბ) წესდებით გათვალისწინებული წესით იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;

გ) ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად და საპატიო წევრად მიღების საკითხებს;

დ) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

ე) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს; ამტკიცებს ასოციაციის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებს;

ვ) განსაზღვრავს ასოციაციის მომუშავეების და დროებით დაქირავებული პირების ხელფასს, ახდენს სამივლინებო თანხების დამტკიცებას

ზ) განსაზღვრავს ასოციაციის მიერ გაწეული სერვისების ფასს.

თ) წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

ი) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას და დებულება(ებ)ს;

კ) ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულებისა და ფილიალების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;

მ) ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს;

ნ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

ო) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

8.4. მმართველთა საბჭო წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის ადგილს იკავებს მმართველთა საბჭოს ერთერთი შემცვლელი წევრი მმართველთა საბჭოს მიერ ჩატარებული წილისყრით, თუკი მმართველთა საბჭოს წევრთა რიცხოვნობა შემცირდა ნახევრით ან მეტით, ასოციაციის თავმჯდომარე, მოადგილე ან სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ამ თარიღიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევისა და მისი ჩატარების თარიღის შესახებ და კრების თარიღამდე არაუმეტეს 10 დღის ვადაში კრების თარიღი და დღის წესრიგი აცნობოს ასოციაციის წევრებს. ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება უნდა ჩატარდეს რიგგარეშე კრების გამართვის საფუძვლის შეტყობიდან (წარმოშობიდან) არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო ამ პერიოდში მმართველთა საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დარჩენილი წევრების საშუალებით. ახლადარჩეული მმართველთა საბჭო წევრი (წევრები) უფლებამისილებას ახოციელებს გამოკლებული მმართველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.


მუხლი 9. ასოციაციის თავმჯდომარე

9.1. ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს მმართველთა საბჭო მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე (გარდა გადადგომის შემთხვევისა).

9.2. პირი ასოციაციის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ხნის ვადით.

9.3. თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს მმართველთა საბჭოს ყოველ წევრს.

9.4. ასოციაციის თავმჯდომარისა და მოადგილეების უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.

9.5. ასოციაციის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

ბ) ხელმძღვანელობს მმართველთა საბჭოს საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

გ) წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;

დ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;

ე) მმართველთა საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას, წლიურ საფინანსო გეგმას და სამოქმედო გეგმას;

ვ) კოორდინაციას უკეთებს ასოციაციის კომერციულ საქმიანობებს

ზ) მმართველთა საბჭოსთან შეთანხმებით შეაქვს წინადადებები სახელმწიფო ორგანოებში საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე;

თ) ახორციელებს საკადრო პოლიტიკას – საჭირო პერსონალის შერჩევას, სამსახურში აყვანა და საჭირო შემთხვევაში განთავისუფლება მმართველთა საბჭოსთან შეთანხმებით.

ი) განკარგავს ასოციაციის ფინანსებს და აქტივებს მმართველთა საბჭოსთან შეთანხმებით

კ) საჭიროების შემთხვევაში ასოციაციის სახელით (იმ საკითხის განსახილველად/გადასაწყვეტად, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას) მოიწვევს შესაბამის კონსულტანტს (სპეციალისტს), რომლის შრომაც არ ექვემდებარევა ანაზღაურებას.

ლ) ასრულებს ამ წესდებით, ან მმართველთა საბჭო გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

9.6. მოადგილე თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის და არყოფნის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

9.7. თავმჯდომარის (მოადგილის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ მმართველთა საბჭოს. ასეთ შემთხვევაში მმართველთა საბჭო ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.

9.8. ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ხოლო ასოციაციის გენერალური მდივნისა და ასოციაციაში დასაქმებული სხვა პერსონალის შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს მმართველთა საბჭო.

9.9. ასოციაციის გენერალურ მდივანი წარმართავს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას საერთო კრების, მმართველთა საბჭოსა და ასოციაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და მითითებების საფუძველზე, გენერალურ მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარე მმართველთა საბჭოსთან შეთანხმებით.


მუხლი 10. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო

10.1. ასოციაციის თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს, და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) თანამდებობის პირების მიერ ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც 3 წლის ვადით 3 ძირითადი და ერთი შემცვლელი წევრისაგან (ასოციაციის წევრი ფიზიკური პირი ან ასოციაციის წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი ფიზიკური პირი) დამსწრე წევრთა უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. სამეთვაყურეო საბჭო არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში საკუთარ წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს. სამეთვალყურეო საბჭო მუშაობს მის მიერ შემუშავებული რეგლამენტით.

10.2. სამეთვალყურეო საბჭოში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი ან მუდმივი ანაზღაურების მქონე თანამშრო­მელი.

10.3. სამეთვალყურეო საბჭო წელიწადში ერთხელ მაინც აწყობს საფინანსო-საბუ­ღალტრო დოკუმენტების რევიზიას და მატერიალურ ფასეულობათა ინვენ­ტარიზაციას. რევიზიის შედეგები მოხსენდება მმართველთა სააბჭოს და მორიგ საერთო კრე­ბას. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით.

10.4. სერიოზული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სამეთვალყურეოო საბჭო იწვევს მმართველთა სააბჭოს რიგგარეშე სხდომას ან რიგგარეშე საერთო კრებას.

10.5. სამეთვალყურეო საბჭო წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს წევრი ხდება შემცვლელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული საბჭოს წევ­რის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.


მუხლი 11. ასოციაციის ქონება

11.1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

11.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას, მომუშავეთა ხელფასებისთვის, საჭირო მატერიალური აქტივების შეძენას და ა.შ.

მუხლი 12. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

12.1 ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;

ბ) ასოციაციის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

12.2. ასოციაციის ლიკვიდაციას ახორციელებს მმართველთა საბჭო მის მიერ დანიშნული პირის ან კომისიის მეშვეობით;

12.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება მმართველთა სააბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა:

ა) იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირ(ებ)ს, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობას წარმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის ,,საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის~

კრების წევრები:

ჯემალ ბილგინგულლუოღლუ

გია ლომინაძე

მაია ხუხუნაიშვილი

მამუკა ზაქარაძე

ნინო ფაცია

ქენან აღირბაშ

მერთ ქანდიელი

მეჰმეთ ესენ

ოზგურ უჩმაზ

ბარიშ სარიიბრაჰიმ

ლუთფუ ბილგინ

ალი ქაია



თარჯიმანი ----------------------------------------------------------------------------------







საქართველო

ორი ათას თხუთმეტი წლის ოცდაოთხ მარტს მე, ნოტარიუსი ხათუნა კალანდარიშვილი, რომლის სანოტარო ბიურო მდებარეობს ქ. ბათუმში, ნოე ჟორდანიას ქ. #12-ში, სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირის ჯემალ ბილგინგულლუოღლუს (დაბ: 17.07.1960წ. პ/ნ 61004071363, მცხ: ქობულეთი, ს. ბობოყვათი), გია ლომინაძის (დაბ: 13.12.1983წ. პ/ნ 61010003423, მცხ: ქ. ბათუმი, ანგისის ქ.#2 ბ151), მაია ხუხუნაიშვილის (დაბ: 22.01.1980წ. პ/ნ 26001002288, მცხ: ლანჩხუთი, ს. აკეთი), მამუკა ზაქარაძის (დაბ: 27.10.1989წ. პ/ნ 61003007059, მცხ: ქ. ბათუმი, თამარ მეფის დასახლება #1, ბ16), ნინო ფაციას (დაბ: 24.05.1976წ. პ/ნ 42001000113, მცხ: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #34/45 ბ. 64), ქენან აღირბაშის (დაბ: 17.12.1981წ. პ/ნ 61091000698, ბინადრობის მოწმობის #ა0015087, მცხ: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ.#38), მერთ ქანდიელის (დაბ: 21.01.1972წ. პ/ნ 61091000619, ბარათის #12PR03314, მისივე განმარტებით მცხ: ქ. ბათუმი, ზ. გოგრილაძის ქ.#33/11), მეჰმეთ ესენის (დაბ: 18.06.1967წ. პ/ნ 61691000875, ბარათის #13TR05604, მცხ: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.#1, ბ24), ოზგურ უჩმაზის (დაბ: 06.06.1983წ. პ/ნ 61691002181, ბარათის #13TR15133, მცხ: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ.#135 ბ128), ბარიშ სარიიბრაჰიმის (დაბ: 11.12.1974წ. პ/ნ 61391001376, ბარათის #13TR00714, მცხ: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.#52), ლუთფუ ბილგინის (დაბ: 09.09.1976წ. პ/ნ 61991001029, ბარათის #12TR03536, მცხ: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.N1 ბ32), ალი ქაიას (დაბ: 01.04.1972წ. პ/ნ 39823796210, პასპორტის #U00771409, გაცემული, 01.09.2010წ. მოქმედების ვადა 01.09.2020 წლამდე, მცხ: ქ. ბათუმი, შ. რუსთაველის ქ.#14) მიწვევით პირადად ვეწვიე მათ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ.N50, სადაც ვამოწმებ სრულწლოვანი და ქმედუნარიანი ხელმომწერი პირების ჯემალ ბილგინგულლუოღლუს (დაბ: 17.07.1960წ. პ/ნ 61004071363, მცხ: ქობულეთი, ს. ბობოყვათი), გია ლომინაძის (დაბ: 13.12.1983წ. პ/ნ 61010003423, მცხ: ქ. ბათუმი, ანგისის ქ.#2 ბ151), მაია ხუხუნაიშვილის (დაბ: 22.01.1980წ. პ/ნ 26001002288, მცხ: ლანჩხუთი, ს. აკეთი), მამუკა ზაქარაძის (დაბ: 27.10.1989წ. პ/ნ 61003007059, მცხ: ქ. ბათუმი, თამარ მეფის დასახლება #1, ბ16), ნინო ფაციას (დაბ: 24.05.1976წ. პ/ნ 42001000113, მცხ: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #34/45 ბ. 64), ქენან აღირბაშის (დაბ: 17.12.1981წ. პ/ნ 61091000698, ბინადრობის მოწმობის #ა0015087, მცხ: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ.#38), მერთ ქანდიელის (დაბ: 21.01.1972წ. პ/ნ 61091000619, ბარათის #12PR03314, მისივე განმარტებით მცხ: ქ. ბათუმი, ზ. გოგრილაძის ქ.#33/11), მეჰმეთ ესენის (დაბ: 18.06.1967წ. პ/ნ 61691000875, ბარათის #13TR05604, მცხ: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.#1, ბ24), ოზგურ უჩმაზის (დაბ: 06.06.1983წ. პ/ნ 61691002181, ბარათის #13TR15133, მცხ: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ.#135 ბ128), ბარიშ სარიიბრაჰიმის (დაბ: 11.12.1974წ. პ/ნ 61391001376, ბარათის #13TR00714, მცხ: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.#52), ლუთფუ ბილგინის (დაბ: 09.09.1976წ. პ/ნ 61991001029, ბარათის #12TR03536, მცხ: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.N1 ბ32), ალი ქაიას (დაბ: 01.04.1972წ. პ/ნ 39823796210, პასპორტის #U00771409, გაცემული, 01.09.2010წ. მოქმედების ვადა 01.09.2020 წლამდე, მცხ: ქ. ბათუმი, შ. რუსთაველის ქ.#14) და მათ მიერ არჩეული თარჯიმნის ზაურ შანთაძის (დაბ. 24.05.1975წ. ხულოს რაიონში, მცხ. ხულო, სოფელი ელელიძეები, პ/ნ #61009000559, პირადობის მოწმობის # ა 0729434) ხელმოწერის ნამდვილობას მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომელიც შედგენილია თარჯიმნის მონაწილეობით ქართულ და თურქულ ენებზე ერთობლივად, რომელზედაც ხელმოწერა შესრულებულია ხელისმომწერ პირთა მიერ პირადად, ჩემი თანდასწრებით. ხელისმომწერი პირების პირადობა დადგენილია წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო ქმედუნარიანობა შემოწმებულია, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონდა. თარჯიმანი მე, ნოტარიუსმა გავაფრთხილე თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, თარჯიმანმა ჩემს წინაშე დაადასტურა, რომ იძლევა სწორი თარგმნის გარანტიას და არ არსებობს მისი თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებები. თარჯიმანმა ზაურ შანთაძემ თურქულის ცოდნა დადასტურა საქართველოში აღიარებული დოკუმენტით - (დიპლომის #7943, გაცემული 15.07.1999 წელს, თურქეთის რესპუბლიკაში, სელჩუკის სახელობის უნივერსიტეტის მიერ),. ხელისმომწერი პირების პირადობა დადგენილია წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო ქმედუნარიანობა შემოწმებულია, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონდა. თარჯიმანი მე, ნოტარიუსმა გავაფრთხილე თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, თარჯიმანმა ჩემს წინაშე დაადასტურა, რომ იძლევა სწორი თარგმნის გარანტიას და არ არსებობს მისი თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებები. მე, ნოტარიუსი ამ დოკუმენტის დამოწმებისას ვადასტურებ, რომ ხელმოწერა მასზე ხელისმომწერ პირებს ეკუთვნის და არ ვადასტურებ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას, უფლებამოსილებას და შესაბამისად, პასუხს არ ვაგებ მათზე.

დამოწმებულია 52 ხელწერის ნამდვილობა, 2 ეგზემპლარად და შესაბამისად გადახდილია ხელწერების გათვალისწინებით სანოტარო საზღაური 104,00 ლარი, თანახმად საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #507 დადგენილაბის (სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ) 31-ე, 39-ე მუხლისა და 18,72 ლარი + 10 ლარი ნოტარიუსსა და მხარეს შორის შეთანხმებით თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლისა. ასევე სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური 2.00 ლარი.



ნოტარიუსი------------------------------------------------------------------ ხათუნა კალანდარიშვილი