Monday, 19 July 2010 08:43 |
საქართველოში საინვესტიციო გარემოს წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია ურთიერთობები კერძო სექტორსა და სამთავრობო ორგანიზაცებს შორის მათი შესაძლებლობებისა და საქმიანობის უფრო ეფექტური გამოყენებისათვის. მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა ფართოდ ეფუძნება ქვეყანაში წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციების არსებობას და მათ განვითარებაზე ზრუნვას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს კერძო სექტორში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდაში. დღეს ასეთი ურთიერთობები საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი განვითარება უნდა დაიწყოს ინვესტორთა ინტერესების, გამოცდილებისა და პრობლემების პრიორიტეტული გათვალისწინებით.
|