ამინდი

ვალუტის კურსი

 

ჩვენს შესახებ PDF Print E-mail
Monday, 19 July 2010 08:42

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის 14 ივლისს. დღეისათვის ასოციაცია ერთ-ერთი უმსხვილეს ინვესტორთა გაერთიანებაა საქართველოში, რომლის წევრებს წარმოადგენენ მსხვილი ორგანიზაციები. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული ინვესტორების ძალებით. ასოციაციის წევრები მოიცავენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის: მრეწველობა, საბანკო-საფინანსო, სადაზღვეო, საკვები პროდუქტების წარმოება, მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, მოპოვება-გადამუშავება, საფეიქრო მრეწველობა, სასტუმროები და სხვა. საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დროულად ინფორმირების მიზნით ასოციაცია გამოსცემს ყოველკვირეულ დაიჯესტს, ხშირად იმართება ასოციაციის წევრების შორის შეხვედრები და სემინარები, ასევე ამოქმედებულია ასოციაციის ვებ პორტალი.