საერთაშორისო ბრენდის, პუმას თხოვნასთან, გაგვეზარდა საწარმო, აგვისტოს თვეში დაიწყო დამატებითი შენობის მშენებლობა და 3 თვის თავზე დაახლოებით 5 ათასი კვ.მეტრი დამატებითი შენობა აშენდა. შენობების საერთო ფართობი, სასადილოთ და სხვა სოციალური დამხმარე შენობებით 14 ათასი კვ.მეტრს მოიცავს. ნოემბრის თვემდე დასაქმებულთა რაოდენობა 750 ადამიანი იყო, ხოლო ახალი შენობის დამატებასთან ერთად ჯამში 1500 დასაქმებულამდე გაიზრდება. ჯამში განხორციელებულმა ინვესტიციამ 8 მილიონ დოლარს მიაღწია. ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ საწარმოში 600 ადამიანი არის დასაქმებული, ხოლო დამატებითი შენობის დასრულების შემდგომ, ერთი წლის შიგნით მოგვეცემა საშუალება თამარის დასახლების საწარმოშიც 1500 ადამიანამდე დავასაქმოთ. შპს „აჭარა ტექსტილე“ აწარმოებს ბრენდენდს, Puma, Lotto, Erima, და ახალი წლიდან Nike-ს წარმოებას დაიწყებს.
ამ ბრენდენს ხელშეკრულება აქვთ შემდეგ გუნდებთან:
ნაკრები გუნდები:
იტალია
შვეიცარია
ჩეხეთი
განას რესპუბლიკა
კლუბები:
• Newcastle United (ინგლისი);
• Hoffenheim (გერმანია);
• Studgart (გერმანია);
• Bourdeauks (საფრანგეთი);
• Sporting Lizbon (პორტუგალია);
• Stade rennais (საფრანგეთი);
• Olympiacos (საბერძნეთი);
• Feyenoord (ჰოლანდია);
• Köln (ერიმა) (გერმანია);
• Glasgow rangers (შოტლანდია);
• Fortuna duseldorf (გერმანია);
• Bursaspor (თურქეთი);
• Rubin kazan (რუსული);
• Arsenal (ამ სეზონში დაიწყება). |