ამინდი

ვალუტის კურსი

 

"საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“-ბიზნეს ფორუმი PDF Print E-mail
Friday, 10 December 2021 10:54

2021 წლის 10 დეკემბერს, კომპანია IBCCS Georgia-ს, საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის ორგანიზებით და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ქ.ბათუმში  "საგადასახადო უპირატესობები და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში“- ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმის მსველობისას საუაბრი იყო რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და საქართველოში ბიზნესის დაწყების   საფეხურებზე. ბიზნეს ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს  შორის კომუნიკაციის დამყარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაღრმავება. ფორუმს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის  ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმოამდგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ფორმუს აგრეთვე  ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

 
შეხვედრა ინვესტორთა ასოციაციაში PDF Print E-mail
Wednesday, 08 December 2021 10:49

2021 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის ქ.სამსუნის დაბა ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდოამრე ბატონი აჰმეთ ილმაზი და მმართველთა საბჭოს წევრები ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის მიერ შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, ერთობლივად სხვადასხვა ღონსიძიებების დაგეგმვაზე, საქართველოში საინვესტიციო გარემოზე და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ასოციაციისა და წევრი კომაპნიების შესახებ და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის,

 
2021 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, ირანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებეს ქ.ბათუმში, ბატონ აჰმად ბადფას სამუშაო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Tuesday, 07 December 2021 10:44

2021 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, ირანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებეს ქ.ბათუმში, ბატონ აჰმად ბადფას სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, კოვიდ პანდემიის მიერ შექმნილ ეკონომიკურ პორბლემებზე და გადაჭრის გზებზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე. აგრეთვე ბატონმა ოსმანმა გააცნო ინფორმაცია 10-12 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ სამშენებლო გამოფენის Batumi Build 2021-ის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს რომ, აღნიშნული გამოფენა პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ირანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ქ.ბათუმში, ბატონ აჰმად ბადფამ მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის.

 
2021 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა PDF Print E-mail
Tuesday, 07 December 2021 10:34

2021 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა, კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 98-ე წლისთავის იუბილე და მადლობა გადაუხადა, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

 
2021 წლის 7 ოქტომბერს, ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, იშ ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერს ჯაბა კახიძეს ეწვია და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა PDF Print E-mail
Tuesday, 07 December 2021 10:22

შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის პერიოდში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე, რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და ახალი ინოვაციების დანერგვის აუცილებლობაზე. ასევე, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ იშ ბანკის მენეჯერს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ და მოიპატიჟა ასოციაციაში. იშ ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერმა მადლობა გადაუხადა ასოციაციის თავმჯდოამრეს სტუმრობისათვის.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 05 December 2021 11:07

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 617

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 28 November 2021 05:40

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 616

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 21 November 2021 05:11

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 615

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 14 November 2021 13:52

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 614

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 07 November 2021 06:32

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 613

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next > End >>

Page 27 of 125